დუნგას ჩანჩქერის ბილიკი

✨ მაჭახელას დაცული ლანდშაფტი ✨

🏞 მაჭახელას დაცული ლანდშაფტი თავისი უნიკალური ბუნებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა საქართველოში.

რეინჯერებმა მოაწესრიგეს დუნგას დიდი და პატარა ჩანჩქერის ბილიკი, რის შედეგადაც ვიზიტორებს ახლა შესაძლებლობა აქვთ უსაფრთხოდ და კომფორტულად გაისეირნონ მაჭახელას ულამაზეს ბუნებაში და დაათვალიერონ ჩანჩქერები, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ სტუმარზე.

🌿 მარშრუტი იწყება სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ცენტრიდან. რამდენიმე ორღობის გავლის შემდეგ იგი გადაკვეთს მცირე ღელეს და ულამაზესი კოლხური ტიპის ტყეში შედის. საცალფეხო ბილიკზე მიმავალთ ხშირად გაუგონიათ სხვადასხვა სახეობის ფრინველის ხმა, ხავსებით შემოსილი ქვები და ხეებზე ასული კოლხური სუროს ფოთლები კი მარშრუტზე მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

🔷 მოწესრიგებული მარშრუტი არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ბუნების დაცვის საქმესაც – რადგან ვიზიტორებს უკვე გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ გადაადგილება განსაზღვრულ ბილიკზე.

📍 გიწვევთ მაჭახელას დაცულ ლანდშაფტში, სადაც ულამაზესი ხედები, სუფთა ჰაერი და დაუვიწყარი გამოცდილება გელით! 🌄

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.