ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემია”-ს ორგანიზებით 2025 წლის 12 დეკემბერს, ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,გალოგრე”- ში, პროექტის – „დაცული ტერიტორიები, როგორც შესაძლებლობა ადგილობრივი მეწარმეობისთვის თემების მხარდაჭერის გზით ადგილობრივი მეწარმეებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა” ფარგლებში, გაიმართა ფორუმი – „მაჭახელას პროდუქტი-ტრადიციისა და ბუნების ჰარმონია.“
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
ფორუმი იყო მაჭახელას ხეობაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგი და ამ დროის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის შეჯამება, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი და პოლონელი პარტნიორების მიერ – “ეკოგანვითარების ფონდი”-სა (Fundacja EkoRozwoju) და “შავი ზღვის ეკო აკადემია”-ს (BSEA) მონაწილეობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საქართველოში პირველი ადგილობრივი ბრენდი — არა როგორც ერთჯერადი ნიშანი, არამედ როგორც ადგილობრივი მეწარმეობის მხარდამჭერი ერთიანი სისტემა. ადგილობრივი პროდუქტის „მაჭახელას პროდუქციის“ ბრენდის ნიშანი პირველი გამოცემის ფარგლებში 9 ადგილობრივ მწარმოებელსა და ინიციატივას მიენიჭა, როგორც აღიარება მათი საქმიანობისა დაფუძნებული ადგილობრივ რესურსებზე, ტრადიციებზე და ბუნების დაცვის პრინციპებზე, ხელშემწყობი მაჭახელას ხეობის განვითარებისა.
მსგავსი ინიციატივები აძლიერებს მეწარმეობას და აუმჯობესებს თანამშრომლობას ადგილობრივ თემებსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებს შორის.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო პარტნიორების გამოცდილება პოლონეთიდან და საქართველოდან, რომელიც დაკავშირებულია „მაჭახელას პროდუქციის“ ბრენდთან, ასევე, ადგილობრივი ბრენდებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტურიზმის მშენებლობის შთამაგონებელი მაგალითები.

































