ქვისთაღოვანი ხიდები

მაჭახელას ხეობა ქვისთაღოვანი ხიდების სიმრავლით გამოირჩევა, რაც განაპირობა ხეობის სავაჭრო ეკონომიკურმა და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ. აქ გადიოდა ერთ-ერთი უმოკლესი სავაჭრო-საქარავნო გზა, რითაც უკავშირდებოდნენ ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეებს და შავიზღვისპირეთს. ხეობაში ამჟამად თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი ცხემლარას, ჩხერის და ჩამახისურის ხიდები.

  • ცხემლარას თაღიანი ხიდიმდებარეობს მდინარე მაჭახელზე,სოფელ ცხემლარასთან. ხიდს გაშლილი,ნახევარწრიული ფორმის თაღი აქვს,რომლის მარჯვენა ბოლო კლდოვან ქანშია შესმული,მარცხენა კი სახელდახელოდ აშენებულ ბურჯს ეყრდნობა. ის XI-XIII საუკუნით თარიღდება.
  • ჩხერის ხიდი მდებარეობს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, მდინარე მაჭახლის მარცხენა შენაკად-ჩხერისწყალზე. ხიდის სავალი ზედაპირის სიგრძე 8,7 მეტრს შეადგენს,  სიმაღლე მდინარის ჰორიზონტიდან თაღამდე -14 მ-ია.
  • ჩამახისურის თაღიანი ხიდი მდებარეობს სოფელ ქოქოლეთში. ეს ხიდი XVIII საუკუნეში შეუკეთებია კირკიტეთელ თანთულ ახმედ-აღა ხინკილაძეს.

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.