ჩხუტუნეთის ციხე (ყალი-ვაკე)

ჩხუტუნეთის ციხე (ყალი-ვაკე) მდინარე მაჭახელას მარცხენა ნაპირზე, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში მდებარეობს. ამ ადგილს ახლა ,,ყალი ვაკეს“ ეძახიან. ციხე კეტავდა ხეობაში გამავალ სამხედრო სტრატეგიულ და ეკონომიკური მნიშვნელობის გზას.ციხის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად საკმაო რაოდენობის მასალა იქნა მოპოვებული. წამყვანია კერამიკული ნაკეთობანი, როგორიცაა: ქვევრებისა და დერგების პირისა და ტანის ნატეხები, ქოთნების, დოქების, სასმისების, ჯამების, კეცების და სხვ. ჭურჭლის ფრაგმენტები.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.