მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.
ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ ორგანიზებით, საჯაროდ განიხილეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის 2027–2035 წლების მენეჯმენტის გეგმისა და 2027–2029 წლების სამწლიანი საოპერაციო გეგმის პროექტები.
განხილვას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე, მერიის, საკრებულოს, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმების ძირითადი მიმართულებები, მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი ღონისძიებები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დოკუმენტების შინაარსს, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია წარმოდგენილ გეგმებთან დაკავშირებით.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო მადლობას უხდის საჯარო განხილვაში მონაწილე ყველა პირს აქტიური ჩართულობისთვის. მენეჯმენტისა და საოპერაციო გეგმები წარმოადგენს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის განვითარების, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტერიტორიის ეფექტიანი მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.