ტრადიციები და ფესტივალები

ხელვაჩაურის დღეები

სახალხო ზეიმი „ ხელვაჩაურის დღეები“ ტრადიციულად გონიოს ციხეში იმართება.  ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია  11 ადმინისტრაციული ერთეულისთვის დამახასიათებელი კუთხეების გამოფენა (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე), ისტორიული მასალები, ტრადიციული კერძები, რეწვის ოსტატების ნამუშევრები. ზეიმში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ანსამბლები და მომღერლები, ხდება საპატიო ხელვაჩაურელების დაჯილდოება.

მაჭახლობა

სახალხო ზეიმი 2007 წლიდან იმართება მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფლებში, რაც მიზნად ისახავს თურქეთისა და საქართველოს მაჭახელას სოფლების მოსახლეობის შეხვედრას, საპატიო მაჭახელელის და საპატიო სტუმრების გამოვლენას.

დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილია  ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, იმართება ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება / დაგემოვნება. ასევე, ეწყობა სპორტული აქტივობები და სასცენო წარმოდგენები, რომლებიც ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს ასახავს. ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით ტარდება კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმრის და საპატიო მაჭახელელის დაჯილდოება ხდება.

                   

 

განდაგანა

 

შემოდგომის მზიან ბათუმს განსაკუთრებით უხდება  სოფლის ტურიზმის ფესტივალი- „განდაგანა“. ოქტომბრის დასაწყისში ქალაქი მთებიდან ჩამოტანილი ფერებით, სიჯანსაღით, ენერგიითა და ჰანგებით ივსება. ამ დროს ბათუმი თითქოს დროებით კარგავს ქალაქის სტატუსს და აჭარის მადლიან სოფლად გადაიქცევა, რასაც განაპირობებს ქალაქის მთავარ მოედანზე თავმოყრილი რეგიონის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი დეკორაცია, სპეციფიური კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო და ფოლკლორი.

ფესტივალის სტუმრები ქალაქიდან გაუსვლელად მოგზაურობენ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში და შეიგრძნობენ აჭარული სოფლის ხიბლს. ორი დღის განმავლობაში საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ ტრადიციული, უგემრიელესი, აჭარული კერძები და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში, სპეციალურ ფასში შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში და გამარჯვების შემთხვევაში სოფლის ნობათით დახუნძლული წახვიდეთ სახლში.

,,განდაგანა”-ს ფესტივალს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს. ის ერთნაირად საინტერესოა ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის.  ფესტივალის პროგრამაც წინასწარ გათვლილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს აჭარული კულტურა და ტრადიციები. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, ბათუმში მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი გმასპინძლობთ და   მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პროდუქტებით წარმოგიდგებათ,ისევე როგორც ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით. ფესტივალისთვის დათმობილი არეალი თემატურ კუთხეებად არის დაყოფილი- ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად.  ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ ფოლკლორულ შოუს, საღამოს კი თანამედროვე, ადგილობრივი ბენდების მუსიკით ისიამოვნონ.

ასე რომ, მზიანი ზაფხულის შემდეგ, ოქროსფერი, აჭარული შემოდგომა აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი სეზონი, რომელიც ბათუმში უნდა გაატაროთ !

                                  

 

 

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

 

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა უმეტესი ნაწილი ბუნებას, ჯანსაღ გარემოს, ტრადიციების, გასტრონომიის, კულტურისა და ისტორიის გაცნობას ითხოვს. ყველა ეს კომპონენტი ქმნის სწორედ  სოფლის ტურიზმს.

აჭარის მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება, უნიკალური ტრადიციები და კულტურა, ავთენტური გარემო, კულინარია და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის. დაცული ტერიტორიები და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ყველა ტიპის მოგზაურისთვის საინტერესო და მიმზიდველია. მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესებულ ვიზიტორთა  რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის თემებიც სწორედ სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხალხის მოზიდვასა და სოფლის ტურიზმის მიმართულებით მათ დაინტერესებას ეხება. ასევე ძირითადი მიზანია სოფლის ტურიზმში ჩართული ადამიანების, მეწარმეების, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელთა შეხვედრა-დისკუსია.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე  უცხოელი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლისა და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები. კონფერენციის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში იმართება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები, ეწყობა გაცნობითი და პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია. კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი მომხსენებლების მოწვევა ხდება ინდივიდუალურად.

კონფერენციის თემა ყოველწლიურად განახლებადია. სოფლის ტურიზმის კონფერენცია აჭარაში უკვე სამჯერ ჩატარდა.

 

Khelvachauri Days: This public celebration showcases cultural exhibitions and traditional dishes, held annually in Gonio Fortress.

Gandagana Festival: Held in October, this rural tourism festival turns Batumi into a lively display of rural Adjara, featuring traditional foods, handicrafts, and performances.

Machakhloba Festival: Since 2007, this festival has been held in various villages to foster ties between the Machakhela communities of Turkey and Georgia, including exhibitions, craft demonstrations, and a folk concert.

Rural Tourism International Conference:

Tourism is one of the fastest-growing sectors worldwide, with increasing interest in nature, healthy environments, traditions, gastronomy, culture, and history. All these elements create the foundation for rural tourism.

The rich and diverse nature, unique traditions, culture, authentic environment, cuisine, and hospitable population of Adjara make it an ideal destination for rural tourism development. Protected areas and diverse tourist products in Adjara attract travelers of all types, with interest in mountainous Adjara growing every year.

The International Conference on Rural Tourism focuses on the development prospects of rural tourism, attracting visitors from various countries, and fostering interest in rural tourism. Its main goal is to bring together people involved in rural tourism, including entrepreneurs, representatives of the public and private sectors, for discussions and networking.

The conference attracts both Georgian and foreign experts, owners of guesthouses, travel agencies, and representatives of rural and eco-tourism sectors, as well as governmental and non-governmental organizations. Over two days, the conference features presentations, lectures, seminars, discussions, and field visits to the tourist routes in the Adjara region.

Participation in the conference is free, but electronic registration is required. The conference topics change annually, with the Rural Tourism Conference having already taken place three times in Adjara.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.