მაჭახელას დაცული ლანდშაფტი თავისი უნიკალური ბუნებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა საქართველოში.
რეინჯერებმა მოა წესრიგეს დუნგას დიდი და პატარა ჩანჩქერის ბილიკი, რის შედეგადაც ვიზიტორებს ახლა შესაძლებლობა აქვთ უსაფრთხოდ და კომფორტულად გაისეირნონ მაჭახელას ულამაზეს ბუნებაში და დაათვალიერონ ჩანჩქერები, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ სტუმარზე.



