გულოს ქვევრის მჟავე

🍀 მაჭახელას ისტორიულ ხეობაში, სადაც ყოველი კუთხე წინაპართა ცოდნას ინახავს, გასტრონომიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მიმართულების გაცოცხლებას წარმოადგენს – ბოსტნეულის ქვევრში დავარგების ხელოვნება. „გულოს ქვევრის მჟავე“ 🥬არ არის მხოლოდ პროდუქტი, ეს არის ქართული მეურნეობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება.
🍃 მჟავის ხარისხის საიდუმლო მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი მოსავალია, რომელიც მთის ჰავითა და სუფთა წყლით საზრდოობს. “გულოს ქვევრის მჟავის” დამზადებისას პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვევრში მხოლოდ საუკეთესო და ჯანსაღი ინგრედიენტები მოხვდეს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე.
🟢 საქმიანობის მთავარი ფოკუსი ქვევრის, როგორც უნიკალური ჭურჭლის, გამოყენებაა. ქვევრი მაჭახელის იდენტობის ნაწილია, მისი გამოყენება ბოსტნეულის დასამწნილებლად კი, უძველესი კულინარიული ტექნოლოგია.
💫 თიხის ბუნებრივი თვისებები – მისი ფორები და თერმორეგულაციის უნარი – ქმნის იდეალურ გარემოს ბუნებრივი ფერმენტაციისთვის. სწორედ ეს ისტორიული მეთოდი განაპირობებს ქვევრის მჟავის გამორჩეულ ხასიათს.
„გულოს ქვევრის მჟავე“ მზადდება:
🟠 ადგილობრივი მოსავლით: მხოლოდ მაჭახელას ხეობაში მოწეული, ნატურალური ბოსტნეულით.
🔵 კრისტალურად სუფთა წყლით: მთის წყაროს წყალი პროდუქტის გემოს განსაკუთრებულ სისუფთავეს სძენს.
🟣 დანამატების გარეშე: პროცესი სრულიად თავისუფალია ხელოვნური კონსერვანტებისა და ქიმიური დანამატებისგან. ეს არის ცოცხალი, პრობიოტიკებით მდიდარი საკვები, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
📗 გულოს ქვევრის მჟავეს აქვს “მაჭახელას პროდუქტის – 2025” ნიშანი.
📍 მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახეალს ხეობა, სოფ. აჭარისაღმართი
📞 +995 593 151669
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.