
თოფი მაჭახელას სამჭედლო მუზეუმი გთავაზობთ უნიკალურ კულტურულ-საგანმანათლებლო მოგზაურობას მაჭახელას ხეობის გულში. აქ ისტორია მხოლოდ ექსპონატებში კი არა, პროცესებშია — ობიექტი სტუმრებს სთავაზობს გარემოს, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ოსტატის ხელით უკავშირდება.

თოფი მაჭახელას სამჭედლო მუზეუმში ვიზიტორებს დახვდებათ:

ინტერაქციული მასტერკლასები: სამჭედლოში თქვენ თავად გახდებით პროცესის მონაწილე. ჭედვის მასტერკლასები საშუალებას მოგცემთ, შეეხოთ ლითონს და შეიგრძნოთ ის უძველესი ხელოვნება, რომელმაც მაჭახელას სახელი გაუთქვა.

სამჭედლო და ეთნოგრაფიული მუზეუმი: გაეცნობით ხეობის ადრეულ ყოფაცხოვრებას, ტრადიციებსა და იმ უნიკალურ მემკვიდრეობას, რომლითაც მაჭახელა საუკუნეების მანძილზე ამაყობდა.

ისტორიული ფოტოსესია: მოირგებთ ისტორიული საბრძოლო აღჭურვილობას — ჯაჭვის პერანგი და იარაღები, რათა თქვენი ვიზიტი ფოტოებზეც დაუვიწყარ მოგონებად დარჩეს.

ადგილობრივი გასტრონომია: ტურის დასასრულს ობიექტის რესტორანი გიმასპინძლებთ მაჭახელას ხეობისთვის დამახასიათებელი ავთენტური და ტრადიციული კერძებით.

ობიექტი გამორჩეულია იმით, რომ აქ შეხვდებით თავად ოსტატს — ზაზა ნაგერვაძეს. მუზეუმში წარმოდგენილია მის მიერ შექმნილი ლეგენდარული „მაჭახელა თოფები“ და კაჟიანი იარაღები. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, იხილოთ ცოცხალი ხელოვნება, დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და გახდეთ ხეობის ისტორიის ნაწილი.

თოფი მაჭახელას სამჭედლო მუზეუმი არის “მაჭახელას პროდუქტის” ნიშნის მფლობელი.

მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობა, სოფ. ზედა ჩხუტუნეთი

ტელ: +995 593 943051; +995 555 661601