დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა ზედა ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთისა და ქედქედის სკოლებში.

🌏 დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა ზედა ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთისა და ქედქედის სკოლებში.
🏞 მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
აქტივობის შემდგომ მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ჩანახატები.
ღონისძიება დასრულდა ხეების დარგვის აქციით, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
კვირეულის ფარგლებში აქტივობები ჩატარდა სულ 5 სკოლაში.
🌏 დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა — ყოველდღიური, გააზრებული ქმედებებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ სუფთა და ჯანსაღი გარემო მომავალი თაობებისთვის.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.