ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა — EBIT 2026

🔷️ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში — EBIT 2026, რომელიც ქალაქ ბათუმში გაიმართა.
▶️„Expo Batumi 2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტურისტული პოტენციალი, უნიკალური ბუნებრივი გარემო, ეკოტურისტული მარშრუტები და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობა.
✅️ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მაჭახელას ხეობის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, დაცული ტერიტორიის მნიშვნელობას, ტურისტულ მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც რეგიონი ეკოტურიზმის განვითარებისთვის სთავაზობს ვიზიტორებს.
▶️ „Expo Batumi 2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.