
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს გააცნეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს საქმიანობა, მისი როლი ბუნებრივი გარემოს დაცვასა და ადგილობრივი ეკოსისტემების შენარჩუნებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაჭახელას ხეობაში არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას — სხვადასხვა სახეობის მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებიც ამ ტერიტორიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.