22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლები ერგეს საჯარო სკოლას ესტუმრნენ

🌿 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს თანამშრომლები ერგეს საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებთან შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.
✅️ შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს გააცნეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს საქმიანობა, მისი როლი ბუნებრივი გარემოს დაცვასა და ადგილობრივი ეკოსისტემების შენარჩუნებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაჭახელას ხეობაში არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას — სხვადასხვა სახეობის მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებიც ამ ტერიტორიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
▶️ მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა, გარემოზე ზრუნვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.
🔵 ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა შეავსეს თემატური კითხვარი, რომლითაც მიღებული ცოდნა გაამტკიცეს.

🎁 მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.