კოოპერატივი ფუტკარა

🧉 „ფუტკარას“ თაფლი გამორჩეულია თავისი ავთენტურობითა და ნატურალურობით, რასაც დაცული ტერიტორიების არსებობა და მისი უნიკალური
🌸☘️🪻ფლორა უზრუნველყოფს.
💫 მეფუტკრე გიორგი სალვარიძის მრავალწლიანი შრომა მიმართულია იქითკენ, რომ შენარჩუნდეს პროდუქტის პირვანდელი სახე და კვებითი ღირებულება.
🧉 ყოველი ქილა თაფლი მაჭახელას ხეობის ნობათია, რომლესაც აქვს “მაჭახელას პროდუქტის” ნიშანი.
🐝 კოოპერატივი „ფუტკარა“ ვიზიტორებს სთავაზობს ნამდვილ, სუფთა და ნატურალურ თაფლს, რომელიც მაჭახელას მთების ენერგიასა და ველური ბუნების არომატებს აერთიანებს.
📍 მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობა, სოფ. ცხემლარა
📞 +995 558 195274

გულოს ქვევრის მჟავე

🍀 მაჭახელას ისტორიულ ხეობაში, სადაც ყოველი კუთხე წინაპართა ცოდნას ინახავს, გასტრონომიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მიმართულების გაცოცხლებას წარმოადგენს – ბოსტნეულის ქვევრში დავარგების ხელოვნება. „გულოს ქვევრის მჟავე“ 🥬არ არის მხოლოდ პროდუქტი, ეს არის ქართული მეურნეობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება.
🍃 მჟავის ხარისხის საიდუმლო მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი მოსავალია, რომელიც მთის ჰავითა და სუფთა წყლით საზრდოობს. “გულოს ქვევრის მჟავის” დამზადებისას პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვევრში მხოლოდ საუკეთესო და ჯანსაღი ინგრედიენტები მოხვდეს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე.
🟢 საქმიანობის მთავარი ფოკუსი ქვევრის, როგორც უნიკალური ჭურჭლის, გამოყენებაა. ქვევრი მაჭახელის იდენტობის ნაწილია, მისი გამოყენება ბოსტნეულის დასამწნილებლად კი, უძველესი კულინარიული ტექნოლოგია.
💫 თიხის ბუნებრივი თვისებები – მისი ფორები და თერმორეგულაციის უნარი – ქმნის იდეალურ გარემოს ბუნებრივი ფერმენტაციისთვის. სწორედ ეს ისტორიული მეთოდი განაპირობებს ქვევრის მჟავის გამორჩეულ ხასიათს.
„გულოს ქვევრის მჟავე“ მზადდება:
🟠 ადგილობრივი მოსავლით: მხოლოდ მაჭახელას ხეობაში მოწეული, ნატურალური ბოსტნეულით.
🔵 კრისტალურად სუფთა წყლით: მთის წყაროს წყალი პროდუქტის გემოს განსაკუთრებულ სისუფთავეს სძენს.
🟣 დანამატების გარეშე: პროცესი სრულიად თავისუფალია ხელოვნური კონსერვანტებისა და ქიმიური დანამატებისგან. ეს არის ცოცხალი, პრობიოტიკებით მდიდარი საკვები, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
📗 გულოს ქვევრის მჟავეს აქვს “მაჭახელას პროდუქტის – 2025” ნიშანი.
📍 მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახეალს ხეობა, სოფ. აჭარისაღმართი
📞 +995 593 151669

ავთოს ღვინის მარანი

🏞️მაჭახელას ისტორიულ ხეობაში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, „ავთოს ღვინის მარანი“ 🍷 წარმოადგენს კულტურულ-გასტრონომიულ კერას, სადაც მრავალწლიანი ტურისტული გამოცდილება და მეღვინეობის ტრადიციები ერთიანდება. საქმიანობა ეფუძნება ვაზისადმი 🍇 უდიდეს პატივისცემას, აქ დაწურული ცოლიკაური და ჩხავერი ნატურალური მეღვინეობის გამოხატულებაა. აქ მევენახეობა არ არის მხოლოდ საქმიანობა – ეს არის ხელოვნება, რომელიც ბოთლში მოქცეულ ცოლიკაურსა და ჩხავერში ცოცხლდება.
🍷 „ავთოს ღვინის მარანი“ ვიზიტორებს სთავაზობს საკუთარი მეურნეობის ნატურალურ ღვინოებსა და ტრადიციულ ადგილობრივ კერძებს, 🥘რასაც თან ახლავს ცოცხალი მუსიკისა და ცეკვის პროგრამა.
⛰️„ავთოს ღვინის მარანი“ არის ადგილი, სადაც დაცული ბუნება, ისტორიული მეხსიერება და მაჭახლური სული ერთიან ეთნო-გასტრონომიულ სივრცეს ქმნის.
📗 ავთოს ღვინის მარანი არის “მაჭახელას პროდუქტის” ნიშნის მფლობელი
📍 მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობა, სოფ. ქვედა ჩხუტუნეთი
📞 +995 595 958527 ; +995 593 650458

მიხოს თაფლი

🐝 მიხოს თაფლი მდებარეობს სოფელ ქოქოლეთში, მაჭახელას დაცული ტერიტორიების გულში, სადაც ხელუხლებელი ბუნება🌳🍀 და საუკუნოვანი წაბლის ტყეები 🌿
🌺განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. აქ ტრადიციული მეფუტკრეობის მეთოდებით იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა 🍃 წაბლის თაფლი, რომელიც გამოირჩევა ხარისხითა და უნიკალური არომატით.
🍯წაბლის თაფლი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით — იგი ხელს უწყობს გულ–სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას და დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე.
🐝 მიხო თაფლი წარმოადგენს მაჭახელას ბუნების, სისუფთავისა და ავთენტური გემოს ჰარმონიულ გამოხატულებას.
📗 მიხოს თაფლს აქვს “მაჭახელას პროდუქტი – 2025” ნიშანი.
📌 მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობა, სოფ. ქოქოლეთი
📞 +995 599 851574

ილიას მარანი

🏞️მაჭახელას დაცული ტერიტორიის ხელუხლებელ წიაღში, იქ, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თანამედროვე სტუმარმასპინძლობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, 🍷 ილიას მარანი გელით. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, რომელიც სტუმრებს სთავაზობს არა უბრალოდ ვიზიტს, არამედ ემოციებით სავსე, დაუვიწყარ მოგზაურობას დროსა და ბუნებაში.
რით არის გამორჩეული:
🟢 ისტორიული მემკვიდრეობა: აქ იხილავთ VI საუკუნის უნიკალურ ტყუპ მარანს, რომელიც ქართული მეღვინეობის უძველეს კულტურას ცოცხლად გადმოსცემს.
🟢 იშვიათი ღვინოები: აწარმოებს 5 სახეობის ნატურალურ, იშვიათი ჯიშის ღვინოს, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით მზადდება.
🟢 ავთენტური დეგუსტაცია: სტუმრებს მასპინძლობენ ადგილობრივი, ტრადიციული კერძებისა და ნატურალური ღვინოების დეგუსტაციაზე, რაც მაჭახელას ხეობის ნამდვილ გემოს გაზიარებთ.
💫 ეწვიეთ, რათა შეიგრძნოთ ისტორიისა და ბუნების ჰარმონია.
📗 ილიას მარანი არის “მაჭახელას პროდუქტის” ნიშნის მფლობელი.
#იქ სადაც ისტორია ღვინოდ იქცევა
📍 მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობა, სოფ. ჩიქუნეთი
📞 +995 571 890495; +995 577 689684 Ilarion Malakmadze